გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მეგი კაპანაძე
საგანი: ისტ
სწავლების საფეხური/კლასი: მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
გაკვეთილის თემა: ინტერნეტთან მუშაობა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გაიგონ, თუ რას ნიშნავს ინტერნეტში სანავიგაციო საშუალება (ბრაუზერი) და მისი სამომხმარებლო ინტერფეისი: მისამართის ველი, სანავიგაციო ღილაკები, ფანჯრის სტანდარტული მენიუ, დომეინები.


#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
გაკვეთილს ვიწყებ წინასწარ შერჩეული ვიდეოთი (https://drive.google.com/file/d/1srpebXGRbAxtnxPOCMrSY3YgegTiT-Y7/view?usp=sharing)  რომლის საფუძველზეც მივესალმები მოსწავლეებს და შევუქმნი სახალისო განწყობას
განწყობის შექმნა
საერთო საკლასო სამუშაო
ვიდეორგოლი
(2 წთ)

2
მოსწავლეებს ვაჩვენებ სურათს სადაც ისინი აფიქსირებენ თუ რომელ პოზიციაზე გრძნობენ თავს ტექნოლოგიებში. (https://drive.google.com/file/d/1TapO3uaF0nlPYpalX3uHE6FtDp9Y0N4i/view?usp=sharing)
გამოწვევა
საერთო საკლასო სამუშაო
შერჩეული სურათი
(2 წთ)

3
მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას, (https://drive.google.com/file/d/1TapO3uaF0nlPYpalX3uHE6FtDp9Y0N4i/view?usp=sharing) რომლის საფუძველზეც ვუსხსნი თუ რა არის ინტერნეტი, როგორ შეიძლება მასში ნავიგაცია, რომელი ვებ-ბრაუზერებია გავრცელებული, რომელი დომეინები არის ქვეყვნისთვის კუთვნილი და აევე რომელი ორგანიზაციისთვის, მივაწოდებ სასარგებლო ბმულებს და მოვახდენთ თითოეულ ვებ-გვერდზე შესვლას, ვისწავლით, როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყნის ვებ-გვერდები, მოსწავლეები დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად მოახდენენ თითოეული ვებ-გვერდში ნავიგაციას.

მასწავლებლის პრეზენტაცია
საერთო საკლასო სამუშაო
Power Point - პრეზენტაცია
(2 წთ)

4
აქტივობა 1. აქტივობის მიზანი (21-ე საუკუნის უნარები)
მოსწავლეებს ვუხსნი  როგორ შეიქმნა ინტერნეტი, რა არის WWW, იქვე ვახდენ კითხვების დასმას, სადაც მოსწავლეები პასუხობენ ახსნილი მასალის ირგვლივ  კითხვებს.

მასწავლებლის პრეზენტაცია
საერთო საკლასო სამუშაო
Power Point - პრეზენტაცია
(7 წთ)
5
აქტივობა 2. აქტივობის მიზანი  - მოსწავლე გაეცნობიან სხვადასხვა საძიებო სისტემას. ამოირჩევს და იყენებს მისთვის კომფორტულს. მაგალითად, ქართული ინტერფეისის მიხედვით. აგრეთვე გაიაზრებს საძიებო სისტემის სხვადასხვა მახასიათებელს: რეზულტატების ძებნის სიჩქარე, რეზულტატების რელევანტურობა საძებნ ფრაზასთან მიმართებაში.
 პრეზენტაციის საფუძველზე ვაჩვენებ გავრცელებულ ვებ-ბრაუზერებს, რომელი ოპერაციული სისტემისთვის რომელი ვებ-ბრაუზერი შეიქმნა, ვახდენთ მათ კავშირს ცხოვრებასთან, (მაგ: როგორც ავტომობილები არსებობს სხვადასხვა მარკის და სისწრაფის ასევე ვებ-ბრაუზერებიც არსებობს სხვადასხვა სისტემისთვის და სისწრაფის) მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვაჯამებ საკითხს.

მასწავლებლის პრეზენტაცია, გონებრივი იერიში კითხვა - პასუხი
საერთო საკლასო სამუშაო
Power Point - პრეზენტაცია
(10წთ)
6
მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა არის დომეინი და რომელია სხვადასხვა ქვეყნისთვის კუთვნილი დომეინები (ge - საქართველო , ru - რუსეთი,
uk- დიდი ბრიტანეთი, jp - იაპონია) ვაჩვენებ ამ დომეინებით დაბოლოვებულ ვებ-გვერდებს (www.amindi.ge,  www.lenagold.ru
www.ebay.uk, www.erin.ne.jp) მოსწავლეები ინდივიდუალურად ათვალიერებ თითოეულ ვებ გვერდს და ნახულობს განსხვავებას მათ შორის.

პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერებთან
Power Point - პრეზენტაცია, 25 კომპიუტერი
(10წთ)
7
ქვეყნისთვის კუთვნილ დომეინების გარდა მოსწავლეებს ვჩვენებ ორგანიზაციისთვის კუთვნილ დომეინებს (edu- საგანმანათლებლო, gov - სამთავრებო ორგანიზაციები, com - კომერციული ორგანიზაციები,
org - არაკომერციული და არასამთავრებო ორგანზაციები, net - ქსელური კომპანიები) ასევე ვაჩვენებ აღნიშნული დომეინებით დაბოლოვებულ ვებ გვერდებს (www.atsu.edu.ge, www.mes.gov.ge
www.google.com, www.dgsalt.org, www.medgeo.net) რომელთაც ინდივიდუალურად ათვალიერებს თითოეული მოსწავლე და ნახულობს განსხვავებებს და უპირატესობებს მათ შორის.
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერებთან
Power Point - პრეზენტაცია, 25 კომპიუტერი
(7წთ)
8
კითხვა -პასუხის რეჟიმში მოვახდენ გაკვთილის უკუკავშირს და  მოსწავლეთა შეფასებას
 და თვითსეფასებას  

გაკვეთილის მსვლელობს დროს დავიცავ საავტორო უფლებებს




(4 წთ.)


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები აანალიზებენ და ახდენენ სხვადასხვა ქვეყნის დომეინების გარჩევას, ასევე შეძლებენ გაარჩიონ სხვადასხვა ბრაუზერები ერთმანეთისგან.

No comments:

Post a Comment